вторник, 22 апреля 2014 г.

გაკვეთილებზე გამოსაყენებელი საპრეზენტაციო მასალა

1 კლასი:  paint-ი.   word-ი

5 კლასი:  wordi-ი 

6 კლასი:  excel-ი

воскресенье, 23 февраля 2014 г.

ფორმების შექმნა

გაკვეთილის თემა
ფორმების შექმნა
სწავლების საფეხური
დაწყებითი, 6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი 
35 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ტექსტური რედაქტორის გამოყენებით    ფორმების შექმნა.
გაკვეთილის მიზნები/შედეგები
 მოსწავლემ გამოიყენოს ტექსტური რედაქტორი და შექმნას სვადასხვა სახის ფორმებიმოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ტექსტურ რედაქტორში ტექსტებთან მუშაობა,
 ტექსტის აკრეფა  და დაფორმატება
შეფასების საგანიპროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, დაფა
გაკვეთილის მსვლელობა/
საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები. /2 წთ/
 Aფაზა (გამოწვევა) /15 წთ/
მოსწავლეებს ვთხოვ იმუშაონ წყვილებში და გაეცნონ ინფორმაციას   
 სახელმძღვანელოდან
კითხვა პასუხებით მივდივართ ახალ მენიუს- developer გამოყენებით, მის  მნიშვნელოვან ფუნქციაზე.
B   ფაზა (შინაარსის რეალიზება)-15 წთ
მოსწავლეებს ვთხოვ წყვილებში შეასრულონ დავალება, კერძოდ, გამოიყენონ სახელმძღვანელო და შექმნან ანკეტის ფორმა. 
C  ფაზა (გამთლიანება)- 6 წთ
ვიძახებ სასურველ მოსწავლეს , რომელიც პროექტორის დახმარებით
იმეორებს მიცემულ დავალებას. 
მასწავლებელი ახდენს დავალების  შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს,
 ვაწყობ დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება
 ეს კომპეტენციები.
 ვაძლევ  საშინაო დავალებას: შექმენით სამ კითხვიანი ტესტი სამი სავარაუდო პასუხით.
ვაფასებ მოსწავლეებს წინასწარ გაცნობილი შეფასების სქემის მიხედვით.

რიტერიუმები
1-2 ქულა
3-5 ქულა
6-8 ქულა
9-10 ქულა
ტექსტური რედაქტორის გამოყენება
ვერ იყენებს ტექსტური
რედაქტორს
უჭირს ტექსტური
 რედაქტორის გამოყენება
იყენებს  ტექსტური რედაქტორს სხვისი
დახმარებით
სრულად იყენებს ტექსტურ რედაქტორს
აქტიურობა/
ჩართულობა
არ ისმენს და არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
ვერ აქტიურობს,
 მაგრამ სუსტად მაინც ასრულებს დავალებას კომპიუტერში
ნაწილობრივ აქტიურობს და არასრულყოფილად ასრულებს
 დავალებებს
აქტიუროდ,
 პასუხობს დასმულ კითხვებს და სრულყოფილად ასრულებს
 მიცემულ 
დავალებას


понедельник, 3 февраля 2014 г.

სარჩევი

გაკვეთილის  თემა
სარჩევი 
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, VI  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
30  მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები ისწავლიან სარჩევის გაკეთებას ტექსტურ რედაქტორში,
 ამავე დროს გააცნობიერებენ რამდენად მოსახერხებელია სარჩევის 
გამოყენება  დიდი  მოცულობისოკუმენტებზე მუშაობის დროს.
გაკვეთილის მიზნები,
შედეგები
ის ტექნ.   VI.1  აფასებს ციფრული  საშუალებების შესაძლებლობებს
 და ადეკვადურად შეარჩევს ციფრული საშუალებების ცნებებს
ობიექტებისა და პროცესების გამოსახვისას.           
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ტექსტურ რედაქტორში ტექსტებთან მუშაობა,
 ტექსტის აკრეფა დადაფორმატებააგრეთვე გრაფიკულ ელემენტებთან
 მუშაობაკომენტარის, ჰიპერბმულის, სქოლიოს გამოყენება.
შეფასებ
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით.
 ტექნიკური რესურსები
 30 კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, სახელმძღვანელო, ინტერნეტი
გაკვეთილის 
მსვლელობ
საორგანიზაციო საკითხები.(2 წთ)
Aფაზა გამოწვევა:(10 წთ) პროექტორის გამოყენებით ვუჩვენებ შესავსებ ცხრილს და ვპასუხობთ კითხვებს:  რა ვიცით, რა გვინდა ვიცოდეთ, რა გავიგეთ.  
B ფაზა: დავალება (25 წთ). მოსწავლეებს ვთხოვ მოძიონ მასალა ვაჟა-ფშველას შემოქმედებიდან  და ტექსტურ რედაქტორში მოამზადონ ბროშურა.
  მოსწავლეებს მუშაობისას ვუხსნი, თუ  გორ  უნდა  მოუყარონ  თავი  ამ  მოძიებულ  მასალას. როგორ გამოიყენონ უკვე ნაცნობი ცნებები. რისთვისაც იყენებ პროექტორს, ტექსტურ დოკუმენტში აჩვენე ნაბიჯ-ნაბიჯ  როგორ  ხდება სარჩევის გაკეთება.  
C ფაზა: შეჯამება და შეფასება   (4წთ). ვავსებთ ცხრილის ბოლო სვეტს- რა გავიგეთ.  მოხდება ბავშვების განმსაზღვრელი შეფასება,
ასახელდებიან  საუკეთესო მოსწავლეები

სქოლიო

       
გაკვეთილის  თემა
სქოლიო
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხურიVI  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
30 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას, ინფორმაციის ეფექტურად ორგანიზებას.
გაკვეთილის მიზნები,
შედეგები
ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს (ის ტექნ. V.2)
გაკვეთილის გავლის შედეგად მოსწავლე:შეძლებს ტექსტურ რედაქტორში კომენტარის ჩასმას, სქოლიოს გამოყენებას
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, დოკუმენტში სანიშნოების, ჰიპერბმულების, კომენტარის ჩასმა.
შეფასებ
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით. რუბრიკის კომპონენტებია: ტექსტურ რედაქტორში ტექსტის აკრეფა. სქოლიოს ჩასმა.
 ტექნიკური რესურსები
 30 კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, სახელმძღვანელო
გაკვეთილის 
მსვლელობ
სორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
       Aფაზა (გამოწვევა) – 20 წთ
მასწავლებელი კლასს ყოფს 6 ჯგუფად. ჯგუფების დაყოფა ხდება მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით.
ამის შემდეგ მასწავლებელი აძლევს დავალებებს ჯგუფებს.  პირველ ოთხ ჯგუფს (პირობითად ვუწოდებთ „მწერლებს“) სთხოვს, გადაწერონ მიცემული ტექსტი, დაასრულონ მოთხრობა და მათთვის ძნელად გასაგებ სიტყვებს მოუძებნონ ახსნა და ჩასვან კომენტარები.
მეხუთე ჯგუფის მონაწილეებს (მონიტორინგის ჯგუფი) ევალებათ განახორციელონ დაკვირვება და შეაფასონ ფგუფები.
მეექვსე ჯგუფს მიეცათ დავალება, წაიკითხონ სახელმძღვანელოდან და გააცნობიერონ , თუ რა არის სქოლიო და როგორ გამოვიყენოთ ტექსტურ რედქტორში.
B   ფაზა (შინაარსის რეალიზება)-15 წთ
შესრულებული დავალებების შემდეგ მასწავლებელი მონიტორინგის ჯგუფს სთხოვს წარადგინონ შედეგები.
მეექვსე ჯგუფი აკეთებს ინფორმაციას სქოლიოს შესახებ. პროექტორის საშუალებით მასწავლებელი ახდენს ამ ყველაფრის დემონსტრირებას. მასწავლებელი სთხოვს პირველ ოთხ ჯგუფს, თვიანთ ტექსტებში ჩასვან სქოლიო შესაბამის სიტყვებსა თუ წინადადებებზე.
მონიტორინგი კვლავ აკვირდება და აკეთებს სიტყვიერ შეფასებას.
C  ფაზა (გამთლიანება)- 6 წთ
მასწავლებელი ახდენს დავალების  შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს.
     

სოციალური პროექტის სახელწოდება: „ეკოლოგიური პრობლემები და გარემო ჩვენს მახლობლად“


სოციალური პროექტის სახელწოდება: „ გარემო ჩვენს  მახლობლად
პროექტის მონაწილეები: მე-6  კლასის მოსწავლეები
ვადები: 14 გაკვეთილი

პროექტის აქტუალურობის დასაბუთება, პრობლემის ანალიზი:
1. XXI საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად კვლავ რჩება ეკოლოგიური პრობლემებირასაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დაბინძურებული გარემოდაბალია პასუხისმგებლობის განცდა და მოქალაქეობრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითროგორც მოსწავლეებში ასევე თემში.
2. ნაკლები ჩართულობაპასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დაბალი სამოქალაქო ცნობიერება იწვევს გარემოზე ნაკლებ ზრუნვასმის დაბინძურებას და საფრთხის მომცველი კერების შექმნას ჩვენს გარშემო.
3. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამაღლდება სამოქალაქო ცნობიერება მოსწავლეებსა და თემშიიზრუნებენ გარემოზედაიცავენ მას დაბინძურებისა და საფთხეებისგან.
პროექტის მიზანი: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და თემში.
მოსწავლეები შეძლებენ:
ü   დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო;
ü   განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ;
ü   დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმამსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება;
გრძელვადიანი მიზნები:
ü   მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთანშეძლოს გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
ü   გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.

ინტეგრირებული საგნებიბუნება,  ისტი
სტანდარეტები:
ბუნება
ბუნ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ტიპობრივი  ეკოსისტემები
·                გამოყოფს ეკოსისტემებს და მათ ცალკეულ კომპონენტებს ნაცნობ გარემოში;
·                აგროვებს ინფორმაციას ლოკალური გარემოს ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედების შესახებმსჯელობს შედეგებზე და ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს.

ისტ-ი
ის.ტექნ.დაწყ.3 მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
·                იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
·                ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
·                ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
ის.ტექნ.დაწყ.4 მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
·                ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
·                მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;

 მოსწავლეებს განუვითარდებათ 21- საუკუნის უნარები:
·                 კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
·                  შემოქმედებითი უნარები
·                  კომუნიკაციის უნარი
·                  ინფორმაციის ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით

პროექტის ამოცანები:
1. ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ლიტერატურის, კვლევის შედეგებისა და სტატისტიკის გაცნობაინფორმაციის მიწოდებათემში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლაცოდნისპასუხისმგებლობის გრძნობისსამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და თემში.
 2. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
მოსალოდნელი შედეგები: ამაღლდება ცოდნა საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებპასუხისმგებლობის გრძნობა. იზრუნებენ გარემოზემოუწოდებენ სხვებსაც დაიცვან ის.
 პროექტზე მუშაობის ვადები: ორი თვე
პროექტში მონაწილეთა გამოცდილება - მოსწავლეებმა იციან ინტერნეტში მუშაობა, მასალის მოძიება, ინფორმაციის დახარისხება. გვყავს მხატვარი მოსწავლეები, რომელთა დახმარებით დავამზადებს პოსტერს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და თვალსაჩინო დაფაზე (სკოლის შემოსასვლელში) განვათავსებთ.
ამოცანების განხორციელების საჭირო საქმიანობები:
1.              საინიციატივო ჯგუფის შექმნა
აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტთან თანამშომლობითი ურთიერთობის ამყარებაეკოლოგიის საკითხებებზე მომუშავე სპეციალისტთან შეხვედრაკონსულტაციებილიტერატურისა და ინტერნეტ მასალის მითითება.
ü   სამოქმედო გეგმის შემუშავება (ფუნქციების და დავალებების განაწილება)
ü   კონსულტანტის მიერ მითითებული ლიტერატურის დამუშავებაინტერნეტ მასალის გაცნობა.
ü   ფლაიერების დამზადება
ü   ლექცია სემინარის დაგეგმვა
ü   დოკუმენტური ფილმის -„შავი ზღვა და მდინარეებიდაბინძურებული გარომო― ჩვენებადისკუსია საკვანძო საკითხებზე.
2.
ü   ლექცია სემინარის ჩატარება (ესწრებიან მოსწავლეები და მოწვეული მშობლები)
ü   ფლაერების გავრცელება მოსწავლეებსა და თემში.
ü   სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მოსწავლეებისმოხალისე მშობლების მონაწილეობითხეების დარგვა.
ü   პროექტის მიმდინარე ეტაპების ამსახველი ფოტო მასალის პრეზენტაციაპროექტის შეჯამებაშეფასება.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საქმიანობები
1.საინიციატივო ჯგუფის შექმნა
2. კონსულტაციები სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლექტორ-მასწავლებლებთან.
3. ფლაერების დამზადება
4. მზადება სემინარისთვის.
5.ფლაერების დარიგება. სემინარის ჩატარება კონსულტანტის თანამონაწილეობით
6პროექტის მიმდინარე ეტაპების ამსახველი ფოტო მასალით პრეზენტაციის მომზადება-დისკუსიის გამართვა.
7. სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფრთავება, ხეების დარგვა
8.პროექტის საბოლოო პრეზენტაცია
7. პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები: პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ფლობენ ინფორმციასიციან მეტი ეკოლოგიური საფრთხეებისსაკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესახებ. მონაწილეობენ გარემოს დაცვის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაშიმოუწოდებენ სხვებსაც იზრუნონ მასზე.
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:
პროექტის მსვლელობისას აწარმოონ შუალედური წერილობითი ანგარიშები, დღიურებში,დააფიქსირონ შენიშვნები , შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარონ, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რეკომენდაციები გაითვალისწინონ უკეთესი შედეგების მიღწევისთვის.სადისკუსიო და შემაჯამებელი კითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში,რადგან შემოწმდეს მოსწავლის სააზროვნო უნარები და მიეცეს ანალიზი- სინთეზის გზით არგუმენტირებული პასუხების შესაძლებლობა. დიაგრამა ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე  მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საკითხით დაინტერესდნენ მანამ ,სანამ სიღრმისეულად არ შეისწავლიან მას. დღიურებიდან მოსწავლეების პასუხები და მინიშნებები გვაწვდიან ინფორმაციას, როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან.თანასწორთა უკუკავშირის ფორმა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაითავისონ სამუშაოს ხარისხი და გააკეთონ საბოლოო შედეგის შესწორება. პროდუქტები- რუბრიკებისა და ქულებისა მინიჭების ფორმა ხელს უწყობს  მოსწავლის პროგრესს და მიღწევებს, იჩენენ ძალისხმევას,ასახავს სწავლის შედეგს. შესრულებები ხელს უწყობს არტისტული, შემოქმედებითი უნარების დემონსტრირებას. ტანდეგობის ,  ლამაზი გარეგნობისთვის ზრუნვას ამაღლებს მოტივაციასა და ჩართულობას სასწავლო პროცესში.
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:  სოციალური პროექტი სასწავლო პროექტთან შედარებით, რთული დასაგეგმი და განსახორციელებელია, რადგან სცილდება საკლასო ოთახს და აქტივობები ტარდება სკოლის გარეთაც. იმისათვის, რომ თავიდანავიცილოთ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები (ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები) დახმარებას ვთხოვ მშობლებს, ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის და  აკაკი წერეთლის სახელობის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტს. მათთაან გვაქვს აქტიური თანამშრომლობითი ურთიერთობა.