пятница, 17 октября 2008 г.

გრაფიკული რედაქტორი

გაკვეთილის თემა: გრაფიკული რედაქტორი, ფერის ცნება, ფერის პარამეტრები
სწავლების საფეხური: 5
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა: მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას, ინფორმაციის ორგანიზებას.
გაკვეთილის მიზნები/შედეგები: გამოიყენებს გრაფიკული მასალის შესაქმნელი საშუალებების შესაძლებლობებს ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის გასაუმჯობესებლად. მოასდენს გრაფიკული მასალის კომბინირებას ციფრული მასალის შექმნისას.
წინასწარი ცოდნა: იცის მაუსის გამოყენება, პროგრამის გამოძახება, ინსტრუმენტების პანელის ელემენტები და მათი გამოყენების წესი, სურათის შექმნა წინასწარ გამზადებული გრაფიკული ელემენტების კომბინირებით. შექმნილი ფაილის შენახვა.
შეფასების რუბრიკის კომპონენტები:

  •  ჯგუფში მუშობა
  • გაკვეთილზე ჩართულობა
  • პრეზენტაცია
სასწავლო მასალა/ტექნიკური რესურსი: 30 კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო ისტ-ში.

გაკვეთილის მსვლელობა: 
A ფაზა (გამოწვევა) 10 წუთი: მისალმების შემდეგ მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას და შეფასების რუბრიკას. შემთხვევითობის პრინციპით ვყოფ ჯგუფებად: 10-10 სტიკერზე დაწერილი მაქვს ერთიანი, ორიანი, სამიანი. მოსწავლეები ყუთიდან იღებენ  სტიკერებს და შესაბამისად სხდებიან ნიშნის მიხედვით.
B ფაზა (შინაარსის რეალიზება) -27 წთ
მოსწავლეებს ვუჩვენებ ხუთ განსხვავებულ ნახატს, სადაც ფერთა პალიტრა იცვლება დონეების მიხედვით, შემდეგ კი მოსწავლეები ასრულებენ ასრულებენ დავალებებს.

  1. დამოუკიდებლად ხსნის გრაფიკულ რედაქტორს
  2. წარმოდგენილი მასალის ციფრულ ფორმატში გადატანა.
C ფაზა (გამთლიანება)-5 წთ
ვაკეთებინებ მოსწავლეებს  კითხვა პასუხით დასკვნებს,შეჯამებას და ვაწყობ დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები. 
შეფასება -3 წთ: ვაფასებ მოსწავლეებს შესრულებული დავალების და აქტიურობის მიხედვით.







Комментариев нет: