среда, 24 июня 2009 г.

ჩემი ოთახის დიზაინი

გაკვეთილის თემაჩემი ოთახის დიზაინ
საგანი/საგანთა ჯგუფი/მასწავლებელიისტ,მაკა მაისურაძე,/მათემატიკა
კლასი/მოსწავლეთა რაოდენობა6/30
გაკვეთილის სასწავლო მიზნებიმოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, იყენებენ  კომპიუტერს, ინტერნეტს, მათემატიკურ უნარ-ჩვევებს და ადგენენ  ოთახისპროექტს, არჩევენ დიზაინს და ადგენენბიზნესგეგმას; აკეთებენ პრეზენტაციას.
ეროვნული სასწავლო გეემის მიხედვით
მისაღწევი შედეგები
ის ტექნ. VI.1.     მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას; შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს (მაგალითად: დინამიური ცხრილისათვის, რომელიც შეიცავს ურთიერთ­დამოკიდებულ მონაცემებს - იყენებს ელექტრონულ ცხრილს, ჩვეულებრივი ტექსტის დასამუშავებლად - მარტივ ტექსტურ რედაქტორს);აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
მათ. VI.5. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა.
მათ . VI.10. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.
მათ. VI.11. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
გაკვეთილის მსვლელობაჯგუფი, 5 მოსწავლის შემადგენლობით ირჩევს ხელმძღვანელს, რომელიც მიიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს და  მოემზადება პრეზენტაციისთვის. მოსწავლეები ინტერნეტიდან ახდენენ შესაბამისი პროგრამების გადმოწერას, www.sweethome3d.com, რაც საშუალებას მისცემთ მათ შექმნან ოთახის ან ოთხების პროექტი, ირჩევენ ავეჯს, მასალას ოთახის კეთილმოყობისათვის, შეაქვთ ცვლილებები დიზაინში. პარალელურად ისინი მუშაობენ Excel  პროგრამაში, იყენებენ მის შესაძლებლობებს. ამ პროგრამაში აღნუსხული ექნებათ მთელი ხარჯთაღრიცხვა.  იყენებენ მათემატიკურ უნარ-ჩვევებს და ახდენენ ოთახისფართობის გამოთვლას, ითვლიან საჭირო მასალების ოდენობას (საღებავი, შპალერი, მეტლახი, სამუშაოიარაღები და ა.შ.)ხარჯვისეკონომიისმიზნითშეადგენენდაგადაწყვეტენდანახარჯისოპტიმიზაციისამოცანებს.  მოსწავლეებიორიენტირდებიან, თურომელუახლოესობიექტშიშეიძლებასაჭირომასალისშეძენა. პროექტის სრული აღწერისთვის იყენებენ საპრეზენტაციო პროგრამას და ამზადებენ სლაიდებს და ელ. ფოსტით აგზავნიან ფასილიტატორ მასწავლებელთან, მისამართზეtbilisi11skola@gmail.com .  წინასარ დათქმულ დროს მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას.
შეფასების რუბრიკა შეფასების რუბრიკა
გამოყენებული რესურსიპროექტორი,  კომპიუტერი,დაფა,ფერადი ფურცლები.


შეფასების კრიტერიუმი1-5  ქულა6-7 ქულა8-10 ქულა
პროექტის ორიგინალურობავერ იყენებს ის ტექნოლოგიებს,
საპრეზენტაციო  პროგრამას და ე ლ.ცხრილს
საინტერესოა, მაგრამ ნაკლებ ორიგინალურია, ნაწილობრივ იყენებს ის ტექნოლოგიებს,ელ. ცხრილს, საპრეზენტაციო პროგრამას,ელექტრონულ ცხრილს.ორიგინალურია  და ადვილად გასაგები.სრულყოფილად იყენებს ელექტრონულ ცხრილს, საპრეზენტაციო პროგრამას
თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენავერ იყენებს გეომეტრიულ ფიგურათა თვისებებებს პერიმეტრისა და ფართობისგამოთვლას.
 ერთმანეთთან სუსტად აკავშირებს სიგრძისადაფართობისერთეულებს.
ვერ აგროვებსმონაცემებს, ვერ წარმოადგენენცხრილისსახით.
ნაწილობრივ იყენებს გეომეტრიულ ფიგურათა თვისებებებს პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლას.
 ერთმანეთთან აკავშირებსსიგრძისა დაფართობისერთეულებს, მაგრამ ხარვეზებით.
ვერ აგროვებსმონაცემებს,  არასრულყოფილად წარმოადგენენცხრილისსახით.
იყენებს გეომეტრიულ ფიგურათა თვისებებებს პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლას.
 ერთმანეთთან აკავშირებს სიგრძისადაფართობისერთეულებს,
აგროვებსმონაცემებს,  სრულყოფილად წარმოადგენენცხრილისსახით.
ნაკლები დანახარჯით მეტი ხარისხის მიღწევავერ ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და ვერ პოულობს ინფორმაციას.ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და ვერ ნაწილობრივ პოულობს ინფორმაციასფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და აღწევს მაღალ ხარისხს დაბალი ხარჯებით.


მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის ფარგლებში პროექტი: "კომპიუტერი"
პროექტი თემაზე: "აბოსდროინდელი თბილისი" http://181.web.officelive.com/default.aspx

საკონტაქტო

Комментариев нет: