суббота, 17 декабря 2011 г.

ფაილები და საქაღალდეები


გაკვეთილები

გაკვეთილის  მთავარი თემა
ფაილების სისტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები;
ფაილები და საქაღალდეები.
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური,  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
30 მოსწავლე
გაკვეთილისმნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას, ინფორმაციის ეფექტურად ორგანიზებას.
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები

ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს (ის ტექნ. V.2)

გაკვეთილის გავლის შედეგად მოსწავლე:
1.    გააცნობიერებს მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას (ფაილი, საქაღალდე, ქვესაქაღალდე);
2.    დააჯგუფებს ფაილებს საქაღალდეებში, ხოლო საქაღალდეებს ქვესაქაღალ­დეებად;
3.    გააზრებულად დაარქმევს სახელწოდებებს საქაღალდეებს და ქვესაქაღალდეებს;
4.    ლოგიკურად დაალაგებს ფაილებს და საქაღალდეებს მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნის და წაკითხვის მიზნით;
5.    განასხვავებს ფაილების ტიპებს (ტექსტური, გრაფიკული, აუდიო, ვიდეო) და გააცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის არსებობას;
6.    გააცნობიერებს ფაილის ზომებს; გააცნობიერებს ფაილის შენახვისას, წაკითხვისას და გადაცემისას ზომებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, ტექსტის შენახვა (“, „“) და ინტერნეტიდან გრაფიკული და ტექსტური ფაილების მოძიება-გადმოწერა-შენახვა.
შეფასების საგანი დაპროცედურები
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით. რუბრიკის კომპონენტებია: 1. საქაღალდის შექმნა, 2. საქაღალდეები და ფაილები, 3. ფაილების გადატანა და ორგანიზება, 4. ფაილის ზომა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ფურცლები, მარკერები, 3 ცალი ყუთი, 30 კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ფლიფჩარტი
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
სორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
  •  ფაზა (გამოწვევა) - 15 წთ
მასწავლებელი კლასს ყოფს 3 ჯგუფად. ჯგუფების დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით: მასწავლებელი 10-10 სტიკერზე წერს ერთიანს, ორიანს და სამიანს (აქედან თითოეულიდან თითოს ახატია ვარსკვლავი), ყრის ყუთში და თითოეული მოსწავლე იღებს სტიკერს. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ვისაც შეხვდათ ერთანირი ბარათები დაჯგუფდნენ ერთად (ერთიანები ერთ ჯგუფში, 2-იანები მეორე ჯგუფში, ხოლო 3-იანები - მესამე ჯგუფში).

ამის შემდეგ მასწავლებელი მაგიდაზე ალაგებს 3 ფურცლების ჩასალაგებელ ყუთს და სხვადახვა ტიპის წინასწარ დაბეჭდილ ფურცლებს (10 ფურცელზე წერია ტექსტი, 10 ფურცელზე ხატია სურათი, 10 ფურცელზე წერია მუსიკალური ნოტები). მასწავლებელი სთხოვს თითოეული ჯგუფიდან იმ მოსწავლეს, ვისაც შეხვდა ვარსკვლავიანი სტიკერი, გამოვიდეს. პირველი ჯგუფის მონაწილეს ევალაება განასხვავოს, დაახარისხოს ’’ფურცლის’’ ტიპები და ჩაალაგოს ყუთებში.
მეორე ჯგუფის მონაწილეს ევალება განახორციელოს მონიტორინგი პირველი ჯგუფის მიერ შესრულებული დავალების.
მესამე ჯგუფის მონაწილეს ევალება ყუთებს დაარქვას შესაბამისი სახელი. (წებოვან ფურცელზე მარკერით დაწეროს სახელი და მიაკრას ყუთს).

  •  ფაზა (შინაარსის რეალიზება)-22 წთ
შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მართავს დისკუსიას, აკეთებს დავალების ანალიზს და აცნობს მოსწავლეებს ფაილის და საქაღალდის ცნებას, განსხვავებას ფაილსა და საქაღალდეს შორის,  არკვევს  მოსწავლეებს ფაილის ტიპებში, ფაილის ზომებში (ბაიტი).

პროექტორის საშუალებით მასწავლებელი ახდენს ამ ყველაფრის დემონსტრირებას.

მოსწავლეები პერსონალურად ასრულებენ მასწავლებელის მიერ მიცემულ დავალებას.

დავალება 1. კომპიუტერში წინასწარ მოასწვლების მიერ ჩაწერილია სხვადასხვა ტიპის ფაილები (ტექსტური, გრაფიკული, აუდიო, ვიდეო) მოსწავლეებმა უნდა შექმნან საქაღალდეები, დაარქვან შესაბამისი სახელები და გადაიტანონ აღნიშნული ფაილები შესაბამის საქაღალდეებში.

დავალება 2. მოსწავლეებმა უნდა შექმნან ერთი ძირითადი საქაღალდე დაარქვან ’’კლასი’’ და დავალება1 -ში შექმნილი საქაღალდეები მოათავსონ საქაღალდეში სახელით - ’’კლასი’’

დავალება3.  მოსწავლეებმა უნდა შექმნან ქვესაქაღლადე საქაღალდეში ’’კლასი’’. დაარქვან სახელი ”სახელი, გვარი”,   მოსწავლეებმა უნდა იპოვონ 50 მგ ბაიტზე ნაკლები  ზომის გრაფიკული  ფაილები და მოათავსონ საქაღალდეში ”სახელი, გვარი”

  •  ფაზა (გამთლიანება)- 6 წთ
მასწავლებელი ახდენს დავალების  შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს.

Комментариев нет: