გაკვეთილის თემა | კომპიუტერის აგებულება. ინფორმაციის დამუშავება |
სწავლების საფეხური | დაწყებითი საფეხური, 5 კლასი |
მოსწავლეთა პროფილი | 27 მოსწავლე |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა |
ის ტექნ. V. 6. ისტ საშუალებების ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
აცნობიერებს ზოგიერთი ისტ საშუალების დანიშნულებას;
გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას;
აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის გადათრევა თაგვის საშუალებით, დაწკაპუნება და ორმაგი დაწკაპუნება);
ამოიცნობს ისტ საშუალებების კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი);
აცნობიერებს ტექნიკურ მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის განსხვავებას;
უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ საშუალებებს (მაგალითად: , ) და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს;
|
გაკვეთილის მიზნები/შედეგები
|
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს გააჩნდეს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ საბაზისო ცოდნა და მათი მოხმარების პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საკმარისი იქნება როგორც მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე გასაგრძელებლად.
მოსწავლემ უნდა იცოდეს ისტ-თან დაკავშირებულ ცნებები და ფლობდეს შესაბამის ოპერაციებს (იგულისხმება ისტ საშუალებების დანიშნულება და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპები).
|
წინასწარი ცოდნა
|
ისტ ტექნოლოგიის განვითარების ისტორია
|
შეფასების საგანი, პროცედურები
|
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით. რუბრიკის კომპონენტებია: 1. ინფორმაციის ცნება 2. კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები 3.არაძირითადი მოწყობილობები 4. კომპიუტერის მოწყობილობების დანიშნულება
|
სასწავლო მასალა,ტექნიკური რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, საპრეზენტაციო მასალა
|
გაკვეთილის მსვლელეობა/საკლასო მენეჯმენტი
|
სორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. ჯგუფების დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით: 10-10 სტიკერზე ვწერ ერთიანს, ორიანს, სამიანს და ოთხიანს. (აქედან თითოეულიდან თითოს ახატია ვარსკვლავი), ვყრი ყუთში და თითოეული მოსწავლე იღებს სტიკერს. ვთხოვ მოსწავლეებს ვისაც შეხვდათ ერთანირი ბარათები დაჯგუფდნენ ერთად (ერთიანები ერთ ჯგუფში, 2-იანები მეორე ჯგუფში, 3-იანები - მესამე ჯგუფში და 4-იანები მეოთხე ჯგუფში)
ამის შემდეგ მაგიდაზე ვალაგებ 4 ფურცელს, თითოეულ ფურცელზე წერია ინფორმაცია კომპიუტერის მოწყობილობების შესახებ; მოწყობილობების დანიშნულების შესახებ; ინფორმაციის ცნების შესახებ; ინფორმაციის კომპიუტერში წარმოდგენის შესახებ. ვთხოვ წაიკითხონ ჯგუფებში მიცემული მასალა.
B ფაზა (შინაარსის რეალიზება)-22 წთ
ვთხოვ თითოეული ჯგუფიდან იმ მოსწავლეს, ვისაც შეხვდა ვარსკვლავიანი სტიკერი, გამოვიდეს და ისაუბროს მითითებულ საკითხზე და ა. შ. ჯგუფებიდან მოსწავლეები საუბრობენ და შესაბამისად ვახდენ ამ ყველაფრის დემონსტრირებას.
ვახდენ დავალების შეჯამებას, ვაწყობ დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და ვაფასებ მოსწავლეებს. მოსწავლეები პერსონალურად პასუხობენ დასმულ შეკითხვებს: როგორ განმარტავთ, რას არის ინფორმაცია? როგორ ამუშავებს ინფორმაციას კომპიუტერი? რა სახით წარმოიდგინება ინფორმაცია კომპიუტერში? პროექტორზე ვუჩვენებ სურათებს და ვთხოვ ამოიცნონ კომპიუტერის ძირითდი და არაძირითადი მოწყობილობები.
|
რიტერიუმები | 1-2 | 3-5 | 6-8 | 9-10 | |
ინფორმაციის ცნება | ვერ აყალიბებს ინფორმაციის ცნებას | უჭირს ინფორმაციის ცნების განმარტება | განმარტავს ინფორმაციის ცნებას | სრულად განმარტავს ინფორმაციის ცნებას | |
ინფორმაციის წარმოდგენა კომპიუტერში | ვერ პასუხობს | უჭირს პასუხის გაცემა | ხსნის მოკლედ | სწორად ხსნის და ასაბუთებს | |
კომპიუტერის დანიშნულება, აგებულება | არ იცის | პასუხობს დახმარებით | განმარტავს, მაგრამ არასრულყოფილად | კარგად განმარტავს კომპიუტერის მოწყობილობების დანიშნულებას | |
არაძირითადი მოწყობილობები | არ იცის | ნაწილობრივ ასახელებს არაძირითად მოწყობილობებს | ასახელებს არაძირითად მოწყობილობებს | ასახელებს და განმარტავს თითოეულ მოწყობილობას |
Комментариев нет:
Отправить комментарий