вторник, 7 января 2014 г.

HTML ენა

გაკვეთილის თემა
ინტერნეტი და HTML ენა
სწავლების საფეხური/კლასი დაწყებითი/6 კლასი
საგანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
 მოსწავლეთა რაოდენობა 30
გაკვეთილის  მიზნები

გაკვეთილის  ბოლოს მოსწავლეები გაიგებენ ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების საშუალებებს,   რა არის HTML  ენა და როგორ შეიძლება მისი საშუალებით  ვებგვერდის შექმნა
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები ის  ტექნ . VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.ის ტექნ . VI.2  . მოსწავლეს შეუძლია  ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს. ის ტექნ . VI.4   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
გაკვეთილის მსვლელობა საორგანიზაციო საკითხები 2 წთ.
აქტივობა 1. (10 წთ.)
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ და გასცენ კითხვებს(ვიყენებ მასალას)პასუხები.
·  რა არის ინტერნეტი და როგორი სახის ქსელები არსებობს?
·  რა არის ინტერნეტ ბრაუზერი და რომელი ბრაუზერებია ყველაზე გავრცელებული?
·   რა არის ვებსაიტი და ვებგვერდი?
·   რა არის საძიებო სისტემა და როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია?
   აქტივობა 2. (15 წთ.)
  მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ეკრანზე  ვაჩვენებ MSWord 2007-  ში წინასწარ აკრეფილ ტექსტს-როგორ მიყვარს ზაფხულში ცურვა“,  რომელშიც გამოყოფილი იქნება სათაური, ორი აბზაცი  და მარკირებული სია.შემდეგ ვაჩვენებ იგივე დოკუმენტს   HTML ენის ტეგებით ჩაწერილს.  ეკრანზე ბრაუზერის საშუალებით ვათვალიერებთ ინტერნეტში განთავსებულ იმავე ტექსტს.  ვუხსნი ტეგების საშუალებით ტექსტის  შედგენას,  ვასწავლი ბრაუზერში ტექსტის განთავსებასა და დათვალიერებას
  აქტივობა 3. ( 15 წთ.)
  მასალის განმტკიცება:  ტეგების საშუალებით მოსწავლეები კრეფენ იმავე ტექსტს. ტექსტს ათავსებენ ბრაუზერში და ათვალიერებენ 
   აქტივობა 4.  (5 წთ.)
  საშინაო დავალების ჩანიშვნა და მოსწავლეთა შეფასება.
 შეფასება მოსწავლეთა შეფასება ხდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე.
საკლასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები სახელმძღვანელო, კომპიუტერები, პროექტორი, www.//daviti.org.ua/kompiuteris_gakvetilebi/saitis_seqmna.html


კრიტერიუმი დაბალი 1-4 საშუალო 5-6 კარგი 7-9 საუკეთესო 10
გავლილი მასალის გახსენება ნაკლებად ახსოვთ გავლილი მასალა ახსოვთ, მაგრამ სრულფასოვნად  არა ნაკლებად ამომწურავია პასუხები ამომწურავად და სრულფასოვნად ახსოვთ გავლილი მასალა
გაკვეთილზე ჩართულობა ნაკლებად არის ჩართული ჩართულია, მაგრამ არასრულფასოვნად გაკვთილზე არის ჩართული, მაგრამ ზოგჯერ არ არის დამაკმაყოფილებელი ჩართულობა არის სრულფასოვანი
დავალებასთან შესაბამისობა საერთოდ არ შეესაბამებადავალებას მიჰყვება ინსტუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული
ისტ-ის საშუალებების გამოყენება ვერ იყენებს იყენებს მაგრამ არა გააზრებულად იყენებს, მაგრამ არა სრულყოფილად იყენებს სრულფასოვნად

Комментариев нет: