გაკვეთილის თემა
|
სანიშნო, ჰიპერბმული ტექსტურ რედაქტორში
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური, VI კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
30
მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები ისწავლიან ჰიპერბმულის გაკეთებას ტექსტურ რედაქტორში,
ამავე დროს გააცნობიერებენ რამდენად მოსახერხებელია ჰიპერბმულის გამოყენება დიდი მოცულობის დოკუმენტებზე ან ერთდროულად რამდენიმე დოკუმენტზე მუშაობის დროს. |
გაკვეთილის მიზნები,
შედეგები
|
ის ტექნ. VI.1 აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და
ადეკვადურად შეარჩევს ციფრული საშუალებების ცნებებს, ობიექტებისა და პროცესების გამოსახვისას. ის ტექნ. VI.3 იყენებს ისტ-ს იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას.
ის ტექნ. VI.4 იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების,ინფორმაციის
და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში. |
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ტექსტურ რედაქტორში ტექსტებთან მუშაობა, ტექსტის აკრეფა
და დაფორმატება, აგრეთვე გრაფიკულ ელემენტებთან მუშაობა, ნავიგაცია ინტერნეტში, ელ-ფოსტის გამოყენება, ფლეშ-ბარათის გამოყენება. |
შეფასება
|
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით.
|
ტექნიკური რესურსები
|
30 კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, სახელმძღვანელო
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები. ჯგუფების წარდგენა. გავლილი მასალის გამეორება,
კითხვა-პასუხი (10 წთ) ვაკეთებ კომენტარს (4წთ)
თვითოეულ ჯგუფს მოტანილი აქვს ელ-ფოსტით ან ფლეშ-ბარათით წინასწარ
დავალებული მოსაძიებელი მასალა, უკვე აკრაეფილი გამზადებული და გაფორმებული გრაფიკული ობიექტებით ტექსტურ რედაქტორში.
დავალებები ჯგუფებს:
I ჯგუფი : მსოფლიოს შვიდი საოცრება
II ჯგუფი: საქართველოს დიდი ქალაქები
III ჯგუფი : ცნობილი ქართველი მწერლები
VI ჯგუფი: ცნობილი ქართველი მხატვრები
მოსწავლეებს ვუხსნი, თუ როგორ უნდა მოუყარონ თავი ამ მოძიებულ მასალას
ჰიპერბმულის გამოყენებით ერთ დოკუმენტში (იგულისხმება ერთი ტექსტური დოკუმენტი),
რისთვისაც ვიყენებ პროექტორს და წინასწარ გამზადებულ სლაიდშოუს, ამავე დროს
ტექსტურ დოკუმენტში ვაჩვენებ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ ხდება ჰიპერბმულის გაკეთება. ამის შემდეგ თითოეული ჯგუფი გაამზადებს ერთ დოკუმენტს ტექსტურ რედაქტორში, სადაც განათავსებენ მოძიებული ინფორმაციის ჩამონათვალს, ჯგუფზე დავალებული შესაბამისი თემატიკის მიხედვით. რადგან ჰიპერბმული კეთდება, როგორც ტექსტზე, არეთვე გრაფიკულ ობიექზეც მოსწავლეები ამ ჩამონათვალს გააკეთებენ თავისი სურვილის მიხედვით თემის შესაბამისად.შეფასება და შეჯამება(4წთ)
მოხდება ბავშვების განმსაზღვრელი შეფასება.დასახელდებიან საუკეთესო ჯგუფები
|
კრიტერიუმი
|
დაბალი
1-3 ქულა
|
საშუალოზე დაბალი
4–5ქულა
|
საშუალოზე მაღალი
6–7 ქულა
|
მაღალი
8-10
ქულა
|
ტექსტის
აკრეფა
|
უჭირს
ტექსტის აკრეფა
|
დახმარებით
კრეფს ტექსტს
|
შეუძლია
აკრეფა, მაგრამ ვერ ახერხებს ნავიგაციას ინტერნეტში
|
კრიფავს
ტექსტს ათი თითის პრინციპით, დამოუკიდებლად მუშობს ინტერნეტში
|
რედაქტირება
|
ვერ
ახერხებს დავალების შესრულებას
|
ნაკლებად
ახერხებს რედაქტირებას
|
დახმარებით
ასრულებს რედაქტირებას
|
წარმატებით
ასრულებს რედაქტირებას
|
Комментариев нет:
Отправить комментарий