вторник, 7 января 2014 г.

ინფორმაციის საზომი ერთეულები, მყარი დისკი

აკვეთილის თემა
ინფორმაცია და ინფორმაციის საზომი ერთეული, ინფორმაციის წარმოდგენა კომპიუტერში, ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობამყარი დისკი. ფაილი, საქაღალდე. ფაილის ტიპები.
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური,   V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე გააცნობიერებს ინფორმაციის წარმოდგენის ფორმას ორობით სისტემაში. აღწერს და განასხვავებს ინფორმაციის საზომ ერთეულებს. საუბრობს მყარი დისკის მახასიეთებლებზე. განასხვავებს მყარ და ლოგიკურ დისკებს. განსაზღვრავს მის დანიშნულებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
კომპიუტერის მუშაობის გააზრება, მისი დანიშნულების, ინფორმაციისა და ელექტრონული ფორმატის ობიექტების მიღებაგადაცემისას მასალის მოცულობის გაცნობიერება. ინფორმაციის საზომი ერთეულების შესწავლა. ფაილის ტიპის გარჩევა . ერთნაირი ტიპის ფაილების დაჯგუფება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან კომპიუტერის მოწყობილობების დანიშნულება, კომპიუტერის ჩართვა, გამორთვა. მარტივ ტექსტურ რედაქტორში Word Pad- ში ინფორმაციის შეტანა და შენახვა.
შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური საშუალებები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა , A8 ფორმატის ქაღალდი , ფერადი წებოვანი ქაღალდი.



გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები. ჯგუფების წარდგენა. (2წთ) გაკვეთილი  იწყება .. ,,მოლოდინების ხით“. მოსწავლეებს თხოვ გამოთქვან აზრი, რა იციან კომპიუტერის დანიშნულებაზე და მისი გამოყენების სფეროებზე.
ვთოვ პასუხი გასცენ კითხვას: რას მოელიან ამ საგნის შესწავლისას?
პასუხები უნდა ჩამოწერონ წებოვან ქაღალდზე და მიაკრან ,,მოლოდინების ხეს“,რომელიც გამოსახულია A8 ფორმატის ქაღალდზე ,ვაკეთებ კომენტარ (5წთ)
ვიყენებ სლაიდშოუ საპრეზენტაციო პროგრამაPowerPoint –ში და ვსაუბრობ ორობით სისტემაზე, ინფორმაციის საზომ ერთეულებზე,მყარი დისკიზე.
მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციის საზომ ერთეულებს და მათ შორის დამოკიდებულებას. აცნობიერებენ კომპიუტერში ინფორმაციის წარმოდგენის ფორმას. ეცნობიან ორობით კოდებს, თვლის ორობით სისტემას. ინფორმაციის ორგანიზებას კომპიუტერში, როგორი მოწყობილობაა მყარი დისკი.(5წთ)
კითხვა-პასუხით ვახდენ შესწავლილი მასალის გამეორებას. (10წთ)
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებებს:
 1.მარტივ ტექსტურ რედაქტორში Word Pad- ში აკრიფონ ტექსტი, შეინახონ მათ მიერ შექმნილ საქაღალდეში.
2.შეამოწმონ კომპიუტერზე მყარი დისკის ზომა, გაარკვიონ რამდენია შევსებული და რამდენი თავისუფალი ადგილი.(კითხულობენ მყარი დისკის მონაცემებს)
3. დაადგინო, თუ რა ზომისაა მათ მიერ Word Pad- ში მომზადებული დოკუმენტი.  (5წთ)
ვახდენთ შედარებებს: რომელ კომპიუტერშია მეტი ინფორმაცია ჩაწერილი; რა ზომისაა თითოეული ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტი.
მოსწავლეებს ვთხოვ იმუშაონ წყვილებში და შეასრულონ დავალება. წყვილებს ურიგდებათ მაგალითები, რომელიც შედგენილია ინფორმაციის საზომი ერთეულების შედარებაზე. (შემოსახაზი)
 შეფასება (4წთ) მოსწავლეებს ვაფასებ განმსაზვრელი შეფასებით, სიტყვიერად გამოვთქვამ კომენტარს და ვუხდი მადლობას თანამშრომლობისათვის. 

კრიტერიუმები
მინიმალური
1–3 ქულა
საშუალოზე დაბალი 
4–5 ქულა
საშუალოზე მაღალი
6–7 ქულა
მაქსიმუმი
8–10 ქულა
ისტის ტერმინების გამოყენება
არაადეკვატურად იყენებს ცნებებს და ტერმინოლოგიას
იყენებს ისტის ზოგიერთ ცნებებსა და ტერმინოლოგიას
არასრულყოფილად იყენებს ისტის ცნებესა და ტერმინოლოგიას
იყენებს ყველა საჭირო ცნებას და ტერმინოლოგიას
მსჯელობა/დასაბუთება
უჭირს უმარტივესი ცნბებისა და განმარტებების დასაბუთება
უჭირს მსჯელობა ისტის ტერმინოლოგიის გამოყენებით
მსჯელობისას სრულყოფილად ვერ ასაბუთებს ისტის ცნებებსა და განმარტებებს
შეუძლია მსჯელობით და დასაბუთებით მოძებნოს ალტერნატიული გზა
პრაქტიკულ სამუშაოში ისტის გამოყენება
უჭირს პროგრამის გამოძახება და ტექსტის აკრეფა მარტივ ტექსტურ რედაქტორში
Word Pad-ში
მასწავლებლის დახმარებით შეუძლია გამოიძახოს პროგრამა და აკრიფოს ტექსტი
Word Pad-ში
შეუძლია დამოუკიდებლად გამოიძახოს პროგრამა, აკრიფოს ტექსტიWord Pad –ში , მაგრამ ვერ ახერხებს ფაილის შენახვას მასწავლებლის დაუხმარებლად
შეუძლია გამოიძახოს პროგრამა, აკრიფოს ტექსტი  Word Pad –ში, შეინახოს ფაილი და დაადგინოს ამ ფაილის ზომა.
მუშაობს წყვილებში
ვერ ახერხებს მუშაობას მეწყვილესთან ან ჯგუფებში
ნაკლებად ცდილობს ჩაერთოს დავალების შესასრულებლად მეწყვილესთან ან ჯგუფში
მეწყვილესთან ან ჯგუფში ინაწილებს სამუშაოს, მაგრამ ხანდახან საკუთარ მოსაზრებაზე არის ორიენტირებული
ჯგუფში ან მეწყვილესთან მუშაობაში ყოველთვის ერთვება,იზიარებს მეწყვილის ან ჯგუფის წევრების მოსაზრებას და განუმარტავს მათ საკუთარი აზრის ან გადაწყვეტილების საფუძველს
 

Комментариев нет: