გაკვეთილი-პროექტის თემა: საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენება
2 დღე. გავაცნობ MS PowerPoint 2010 ინტერფეისს, პროგრამის მენიუს. კომპიუტერზე მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად. პირველი სლაიდი შეეხება ინფორმაციას მათი ვინაობის შესახებ. 3-13 დღე. მოსწავლეებს ვთავაზობ გამოჩენილი ქართველი მწერლების (ნოდარ დუმბაძე, ვაჟა-ფშველა, ილია ჭავჭავაძე და სხვ.) ნაწარმოებებს, ისინი ინდივიდუალურად ირჩევენ თემას. გაკვეთილზე ამზადებენ სლაიდებს გეგმის მიხედვით.
16 დღე. მოსწავლეები ურთიერთთანამშრომლობის გზით უზრუნველყოფენ სლაიდების რედაქტირებას და სრულყოფაში მოყვანას.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლე შესძლებს კონკრეტული მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების წაკითხვას, თავისუფალია საპრეზენტაციო თემის არჩევანში. შესაბამისად მოიძიებს ინტერნეტში მასალას, მოახდენს რედაქტირებას და წარადგენს პრეზენტაციას შესაბამისი პროგრამის საშუალებით.
პროექტის მიზნები: მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს როგორც წიგნით, ასევე ისტ-ის გამოყენებით კითხვის, კვლევის, ანალიზის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ასაკი: 11-12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 17 დღე
მოსწავლეთა ასაკი: 11-12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 17 დღე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე კითხულობს ლიტერატურას წიგნიდან. ისტ-ის გამოყენებით იკვლევს, აკეთებს ანალიზს, ურთიერთთანამშრომლობის გზით სრულყოფს მასალას, სწავლობს საპრეზენტაციო პროგრამის ელემენტებს, უვითარდება მეტყველების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. სურვილი უჩნდებათ მოაწყონ შემოქმედებითი საღამოები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, პროგრამა MS PowerPoint, ინტერნეტი, ისტ-ის სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა.
პროექტის მსვლელობა:
1 დღე. პროექტორის დახმარებით მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული მასალის დახმარებით ვაცნობ რა არის პრეზენტაცია და რომელ პროგრამაში მზადდება იგი. ვუჩვენებ სხვადასხვა თემებზე მომზადებულ ელექტრონულ პრეზენტაციებს.
- საპრეზენტაციო თემის შესახებ ინფორმაციის შეკრება;
- შეკრებილი მასალიდან იმ ინფორმაციის ამოკრება და გაანალიზება, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება;
- გადარჩეული და გაანალიზებული ინფორმაციის სათანადო თანამიმდევრობით დალაგება.
16 დღე. მოსწავლეები ურთიერთთანამშრომლობის გზით უზრუნველყოფენ სლაიდების რედაქტირებას და სრულყოფაში მოყვანას.
17 დღე. მოსწავლეები იცავენ რეგლამენტს და 5 წუთში წარადგენენ პრეზენტაციას.
საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი კავშირშია საგნებთან: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
პროექტის ამსახველი მასალა განთავსდება ბლოგზე.
პროექტის ხელმძღვანელი: მაკა მაისურაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dadiani11@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.11skola.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий