вторник, 7 января 2014 г.

HTML ენა

გაკვეთილის თემა
ინტერნეტი და HTML ენა
სწავლების საფეხური/კლასი დაწყებითი/6 კლასი
საგანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
 მოსწავლეთა რაოდენობა 30
გაკვეთილის  მიზნები

გაკვეთილის  ბოლოს მოსწავლეები გაიგებენ ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების საშუალებებს,   რა არის HTML  ენა და როგორ შეიძლება მისი საშუალებით  ვებგვერდის შექმნა
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები ის  ტექნ . VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.ის ტექნ . VI.2  . მოსწავლეს შეუძლია  ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს. ის ტექნ . VI.4   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
გაკვეთილის მსვლელობა საორგანიზაციო საკითხები 2 წთ.
აქტივობა 1. (10 წთ.)
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ და გასცენ კითხვებს(ვიყენებ მასალას)პასუხები.
·  რა არის ინტერნეტი და როგორი სახის ქსელები არსებობს?
·  რა არის ინტერნეტ ბრაუზერი და რომელი ბრაუზერებია ყველაზე გავრცელებული?
·   რა არის ვებსაიტი და ვებგვერდი?
·   რა არის საძიებო სისტემა და როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია?
   აქტივობა 2. (15 წთ.)
  მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ეკრანზე  ვაჩვენებ MSWord 2007-  ში წინასწარ აკრეფილ ტექსტს-როგორ მიყვარს ზაფხულში ცურვა“,  რომელშიც გამოყოფილი იქნება სათაური, ორი აბზაცი  და მარკირებული სია.შემდეგ ვაჩვენებ იგივე დოკუმენტს   HTML ენის ტეგებით ჩაწერილს.  ეკრანზე ბრაუზერის საშუალებით ვათვალიერებთ ინტერნეტში განთავსებულ იმავე ტექსტს.  ვუხსნი ტეგების საშუალებით ტექსტის  შედგენას,  ვასწავლი ბრაუზერში ტექსტის განთავსებასა და დათვალიერებას
  აქტივობა 3. ( 15 წთ.)
  მასალის განმტკიცება:  ტეგების საშუალებით მოსწავლეები კრეფენ იმავე ტექსტს. ტექსტს ათავსებენ ბრაუზერში და ათვალიერებენ 
   აქტივობა 4.  (5 წთ.)
  საშინაო დავალების ჩანიშვნა და მოსწავლეთა შეფასება.
 შეფასება მოსწავლეთა შეფასება ხდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე.
საკლასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები სახელმძღვანელო, კომპიუტერები, პროექტორი, www.//daviti.org.ua/kompiuteris_gakvetilebi/saitis_seqmna.html


კრიტერიუმი დაბალი 1-4 საშუალო 5-6 კარგი 7-9 საუკეთესო 10
გავლილი მასალის გახსენება ნაკლებად ახსოვთ გავლილი მასალა ახსოვთ, მაგრამ სრულფასოვნად  არა ნაკლებად ამომწურავია პასუხები ამომწურავად და სრულფასოვნად ახსოვთ გავლილი მასალა
გაკვეთილზე ჩართულობა ნაკლებად არის ჩართული ჩართულია, მაგრამ არასრულფასოვნად გაკვთილზე არის ჩართული, მაგრამ ზოგჯერ არ არის დამაკმაყოფილებელი ჩართულობა არის სრულფასოვანი
დავალებასთან შესაბამისობა საერთოდ არ შეესაბამებადავალებას მიჰყვება ინსტუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული
ისტ-ის საშუალებების გამოყენება ვერ იყენებს იყენებს მაგრამ არა გააზრებულად იყენებს, მაგრამ არა სრულყოფილად იყენებს სრულფასოვნად

სანიშნო.ჰიპერბმულები

გაკვეთილის  თემა
სანიშნო, ჰიპერბმული ტექსტურ რედაქტორში 
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, VI  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
30  მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები ისწავლიან ჰიპერბმულის გაკეთებას ტექსტურ რედაქტორში,
ამავე დროს გააცნობიერებენ რამდენად მოსახერხებელია ჰიპერბმულის
 გამოყენება დიდი მოცულობის ოკუმენტებზე ან ერთდროულად რამდენიმე 
დოკუმენტზე მუშაობის დროს.
გაკვეთილის მიზნები,
შედეგები
ის ტექნ.   VI.1  აფასებს ციფრული  საშუალებების შესაძლებლობებს და
 ადეკვადურად შეარჩევს ციფრული საშუალებების ცნებებს, ობიექტებისა 
და პროცესების გამოსახვისას.                             
ის ტექნ. VI.3  იყენებს ისტ- იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას.           
 ის ტექნ.  VI.4 იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების,ინფორმაციის 
და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ტექსტურ რედაქტორში ტექსტებთან მუშაობა, ტექსტის აკრეფა
 და დაფორმატება, აგრეთვე გრაფიკულ ელემენტებთან მუშაობა, ნავიგაცია
 ინტერნეტში, ელ-ფოსტის გამოყენება, ფლეშ-ბარათის გამოყენება.
შეფასებ
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით.
 ტექნიკური რესურსები
 30 კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, სახელმძღვანელო
გაკვეთილის 
მსვლელობ
საორგანიზაციო საკითხები. ჯგუფების წარდგენაგავლილი მასალის გამეორება,
კითხვა-პასუხი (10 წთ) ვაკეთებ კომენტარ (4წთ)
თვითოეულ ჯგუფს მოტანილი აქვს ელ-ფოსტით ან ფლეშ-არათით  წინასწარ 
 დავალებული  მოსაძიებელი მასალა, უკვე აკრაეფილი  გამზადებული და გაფორმებლი
  რაფიკული  ობიექტებით ტექსტურ რედაქტორში.
  დავალებები ჯგუფებს:
 I  ჯგუფი : მსოფლიოს შვიდი საოცრება
 II ჯგუფი: საქართველოს დიდი ქალაქები
III  ჯგუფი : ცნობილი ქართველი მწერლები
VI  ჯგუფი:  ცნობილი ქართველი მხატვრები
  მოსწავლეებს უხსნი, თუ  გორ  უნდა  მოუყარონ  თავი  ამ  მოძიებულ  მასალას
  ჰიპერბმულის გამოყენებით ერთ დოკუმენტში (იგულისხმება ერთი ტექსტური დოკუმენტი), 
რისთვისაც იყენებ პროექტორს და წინასწარ გამზადებულ სლაიდშოუს, ამავე დროს
 ტექსტურ დოკუმენტში აჩვენე ნაბიჯ-ნაბიჯ  როგორ  ხდება  ჰიპერბმულის  გაკეთება. 
 ამის  შემდეგ  თითოეული   ჯგუფი  გაამზადებს ერთ დოკუმენტს ტექსტურ   რედაქტორში,   სადაც განათავსებენ  მოძიებული ინფორმაციის ჩამონათვალს, ჯგუფზე დავალებული
 შესაბამისი თემატიკის მიხედვით.  რადგან  ჰიპერბმული  კეთდება,  როგორც  ტექსტზე,
  არეთვე გრაფიკულ ობიექზეც   მოსწავლეები   ამ   ჩამონათვალს   გააკეთებენ   თავისი სურვილის მიხედვით თემის  შესაბამისად.შეფასება და შეჯამება(4წთ)
 მოხდება ბავშვების განმსაზღვრელი შეფასება.ასახელდებიან  საუკეთესო ჯგუფები

                           
კრიტერიუმი
დაბალი
 1-3 ქულა
საშუალოზე დაბალი 
4–5ქულა
საშუალოზე მაღალი 
6–7 ქულა
მაღალი
8-10 ქულა
ტექსტის აკრეფა
უჭირს ტექსტის აკრეფა
დახმარებით კრეფს ტექსტს
შეუძლია აკრეფა, მაგრამ ვერ ახერხებს ნავიგაციას ინტერნეტში
კრიფავს ტექსტს ათი თითის პრინციპით, დამოუკიდებლად მუშობს ინტერნეტში
რედაქტირება
ვერ ახერხებს დავალების შესრულებას
ნაკლებად ახერხებს რედაქტირებას
დახმარებით ასრულებს რედაქტირებას
წარმატებით ასრულებს რედაქტირებას